სსიპ ქალაქ თბილისის N 70 საჯარო სკოლაში ისტ–ის პედაგოგმა ნარგიზ კახაძემ ჩაატარა პროექტი გაკვეთილები 7-1, 7-2, 7-3 და 7-4 კლასებში.გაკვეთილები თემა იყო ოლიმპიზმი. გაკვეთილები ჩატარდა კონკურსი–ვიქტორინას სახით. კონკურსში მონაწილეობდა ოთხი გუნდი. უაღრესად საინტერესო და სახალოსო კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა 7-2 კლასის გუნდი. საბოლოოდ გაიმარჯვა ოლიმპიურმა პრინციპმა: მთავარია მონაწილეობა. მონაწილეებმა მეგობრებს მიულოცეს წარმატება და გუნდები დარჩნენ მეგობრებად. ვიქტორინის წამყვანებმა ნანუკა ჭელიძემ, ნინო ნონიაშვილმა და ბაია ალადაშვილმა შესანიშნავად გაართვეს თავი მოვალეობას. მათ თავისი კომენტარებით გააძლიერეს პროექტის სასწავლო–შემეცნებითი მნიშვნელობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - ,,ოლიმპიზმი''- დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 23.04.2018 საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში. შეკრებაზე მიწვეული იყვნენ სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლის ოლიმპიზმის თემაზე ჩატარებული პროექტი გაკვეთილების მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებელი ნარგიზ კახაძე. შეკრებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები. სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტ–გაკვეთილებზე შექმნილი ერთ–ერთი პრეზენტაცია: „ჩემი საყვარელი ქართველი ოლიმპიელი–შოთა ხაბარელი“. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებითა და წიგნებით.
კაპიტნების დაჯილდოება საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში
ჯილდო – წიგნები ოლიმპიზმზე და ქართველ ოლიმპიელებზე.
No comments:
Post a Comment