გაკვეთილის გეგმები



სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნარგიზი კახაძე
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე კლასში არ არის
თარიღი: 03.05.2019
გაკვეთილის თემა: კოორდინატები
გაკვეთილის ტიპი:  ინტეგრირებული. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები–მათემატიკა
მოდელირების მიზანი/მეთოდური სიახლე:
განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, მისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირება, და ამის ერთ-ერთი გზა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაციაა.
ინტეგრირებული ტიპის გაკვეთილის  საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სტარატეგიისა, მრავალფეროვნებისა და საგანთა შორის კავშირების წარმოჩენა. მათემატიკაში შესასწავლი მასალის ეფექტური დაკავშირება ისტ–ში შესასწავლ საკითხებთან. ტრანსფერი. ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით).
აქტუალობა: თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ერთ საგანში მიღებული ცოდნის გამოყენება სხვა დისციპლინებში (ტრანსფერი) და სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

Ø გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი საგნის/თემის (ცხრილები ტექსტურ რედაქტორში–ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან (საკოორდინატო ბადე – მათემატიკა), რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას – ტრანსფერს.  მოსწავლეებს განუვითარდეთ სივრცული აზროვნება. მოსწავლემ უნდა შეძლოს: საკოორდინატო ბადეზე გამოსახული საგნების/ობიექტების კოორდინატების დასახელება; მოცემული კოორდინატებით საგნების/ობიექტების  მდებარეობის განსაზღვრა საკოორდინატო ბადეზე;  ჰორიზონტის მხარეების მიხედვით საგნის პოვნა;  მოცემული სიდიდეების ჩასმა ცხრილში;  არგუმენტირებული მსჯელობა სასურველი მარშრუტის უპირატესობაზე.    კოორდინატების საშუალებით მოსწავლე შეძლებს ობიექტის მარშუტის დადგენას. განუვითარდება საკოორდინატო ბადის გამოყენებისდა ორიენტირებ უნარ-ჩვევები;

Ø  დაუკავშირებ  ამ ხერხს რეალურ ვითარება  (მაგალითად, კინოთეატრი, გემების განლაგება ჭადრაკის დაფა, რუკაზე ობიექტის მოძებნა). განუვითრდება შეძენილი ცოდნის  პრაქტიკასთან დაკავშირების უნარი.
Ø  გაუღრმავდება კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
მოსწავლემ ისწავლოს ერთი საგნის/თემის (ცხრილები ტექსტურ რედაქტორში – ისტ) დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან)(საკოორდინატო ბადე – მათემატიკა), რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას – ტრანსფერს.  მოსწავლეს განუვითარდება სივრცული აზროვნება.
მოსწავლემ უნდა შეძლოს: ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება საკოორდინატო ბადეზე გამოსახული ობიექტების კოორდინატების გამოსახვისათვის.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე კოორდინატების (სიმბოლოთა წყვილის) გამოყენებით აღწეროს ობიექტის მდებარეობა და გამოიყენოს ეს ხერხი ცხოვრებისეულ ვითარებაში (იპოვოს ადგილი თვითმფრინავში, დაასახელოს გემების კოორდინატები, ფიგურების კოორდინატები საჭადრაკო დაფაზე, ობიექტის კოორდინატები რუქაზე)
მოსწავლეს შეეძლება სივრცეში ორიენტირება. შეძლებ საკოორდინატო ბადეზე ობიექტის კოორდინატების პოვნას და მოცემული კოორდინატით ობიექტის მდებარეობის განსაზღვრას საკოორდინატო სიბრტყეზე.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ის.ტექნ.დაწყ.2 მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
მოსწავლე:
Ø  მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით;
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
მოსწავლე:
Ø  აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
Ø  მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
Ø  გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
Ø  ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას;
ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.

მათემატიკა:
 2. მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა.
ქვემიმართულება: კოორდინატები და მათი გამოყენება გეომეტრიაში.
შედეგების ინდექსი: მათ.დაწყ.(II).8.
სტანდარტის შედეგები: ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: გაკვეთილის მიზანი შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგთან.
წინარე ცოდნა:  მოსწავლემ იცის Word-ის ფაილში ცხრილის ჩასმა, მონიშვნები ცხრილში. ცხრილის დიზაინი (მაგ. უჯრის/უჯრების გაფერადება, ცხრილის ზოგირთი უჯრისთვის კონტურის მოხსნა);
მოსწავლემ იცის ნატურალური რიცხვები, რიცხვითი სხივი, კოორდინატი სხივზე და ჰორიზონტის მხარეები (მათემატიკა).

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხები და კლასის მომზადება გაკვეთილისთვის
საკლასო ჟურნალში სიის ამოკითხვა
საერთო–საკლასო
საკლასო ჟურნალი, კალამი
2
2
 აქტივობა №1.   გონებრივი იერიში
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება. 
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სვამს შეკითხვებს,
1.      როგორ ჩავსვათ ცხრილი Word-ის ფაილში?
2.      როგორ გავაფერადოთ ცხრილის უჯრები?
3.      როგორ მოვუხსნათ ცხრილის უჯრებს კონტური?
4.      რას ეწოდება რიცხვითი სხივი?
5.      გამოსახე კოორდინატები რიცხვით სხივზე.
6.      დაასახელე რიცხვითი სხივის მაგალითი ცხოვრებაში

გონებრივი იერიში
კითხვა-პასუხი.
საერთო–საკლასო
პროექტორი, კომპიუტერი.
5
3
აქტივობა №2 
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის ახსნა – საკოორდინატო ბადის გაცნობა
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წინასწარ შექმნილი ელ. რესურსის გამოყენებით მოსწავლეებს აჩვენებს როგორ დაუკავშირონ Word-ის ფაილში შექმნილი ცხრილი საკოორდინატო ბადეს სიბრტყეზე. უხსნის აბსცისათა და ორდინატთა ღერძს და მათ მნიშვნელობას სიბრტყეზე წერტილის კოორდინატების გამოსახვისათვის.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წინასწარ შექმნილ ელექტრონულ რესურსს,
მოძებნე ადგილი თვითმფრინავის სალონში: მოსწავლეები მასწავლებლის მიერ შექმნილ რესურსში – სქემა, „თვითმფრინავის სალონი“ – მიუთითებენ რომელი მგზავრი სად უნდა დაჯდეს ბილეთებში მითითებული ადგილის შესაბამისად.
ინტერაქტიული მინი ლექცია. კითხვა–პასუხი,
კლასი თავის დამოკიდებას ამოცანის ამოხსნის სისწორეზე გამოხატავს შუქნიშნების საშუალებით.

საერთო საკლასო
პროექტორი,კომპიუტერი
ელექტრონული რესურსი.
შუქნიშნები
დანართი №1;
დანართი №2

შუქნიშნები
7
4
აქტივობა №3 მოსწავლეები ასახელებენ გემების კოორდინატებს მასწავლებლის მიერ წინასწარ შექმნილ ელ. რესურსში
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა დაასახელონ ობიექტის კოორდინატები საკოორდინატო ბადეზე.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს გემების განლაგებას საკოორდინატო სიბრტყეზე და თხოვს მოსწავლეებს დაასახელონ გემების კოორდინატები.
კითხვა-პასუხი.
კლასი თავის დამოკიდებას ამოცანის ამოხსნის სისწორეზე გამოხატავს შუქნიშნების საშუალებით.
საერთო საკლასო
კომპიუტერი პროექტორი. ელექტრონული რესურსი: დანართი №3
შუქნიშნები
3
5
აქტივობა №4  მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ელექტრონულ რესურსს, სადაც მოცემულია კოორდინატები და მოსწავლეებმა მოცემული კოორდინატების საშუალებით უნდა განათავსონ ობიექტები სწორად საკოორდინატო სიბრტყეზე.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა მოცემული კოორდინატების საშუალებით სწორად განათავსონ ობიექტი საკოორდინატო ბადეზე.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს მის მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსს, კოორდინატები და საკოორდინატო ბადე. მასწავლებელი იძახებს მოსწავლეს და თხოვს პროექტორიან კომპიუტერზე განალაგოს ობიექტები მოცემული კოორდინატების მიხედვით.

კითხვა-პასუხი.
კლასი თავის დამოკიდებას ამოცანის ამოხსნის სისწორეზე გამოხატავს შუქნიშნების საშუალებით.
საერთო–საკლასო
კომპიუტერი;
პროექტორი;
ელექტრონული რესურსი: დანართი №4
 შუქნიშნები
  
4
6
აქტივობა №5 მოსწავლეები აგებენ  ტექსტურ რედაქტორში ცხრილის სახით საკოორდინატო ბადეს ანბანის ასოებით და ციფრებით.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლე შეარჩევს ციფრულ საშუალებას და გამოიყენებს ციფრული პროდუქტის შექმნისას.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ტექსტურ რედაქტორში,  წყვილებში შექმნიან ციფრულ პროდუქტს – საჭადრაკო დაფას ჭადრაკში მიღებული აღნიშვნების (კოორდინატების) მითითებით. ერთი წყვილი, დავალებას შეასრულებს პროექტორიან კომპიუტერთან. მასწავლებელი ჩამოივლის კომპიუტერიან მაგიდებს და ამოწმებს დავალების სისწორეს.
მასწავლებელი თხოვს პროექტორიან კომპიუტერზე მომუშავე წყვილს თავად აღწერონ შესრულებული დავალება.
მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს შეაფასონ პროექტორიან კომპიუტერზე წყვილის მიერ შესრულებული სამუშაო.

პრაქტიკული სამუშაო – სწავლა კეთებით

მუშაობა წყვილებში
კომპიუტერები;
პროექტორი;


10
7
აქტივობა №6. 
აქტივობის მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შემოწმება და ცოდნის გამთლიანება. აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი პროექტორით მოსწავლეებს აჩვენებს მის მიერ წინასწარ შექმნილ ელექტრონულ რესურსს „განძის კუნძულის რუქა“ და მოსწავლეებს სთავაზობს ამოცანას: განძის კუნძულზე განძის დაუფლებას ცდილობს ორი გუნდი – მეკობრეები და „ბავშვთა დაცვის ფონდი“. მეკობრეები აპირებენ განძი გამოიყენონ პირადი სარგებლობისათვის და მეკობრეობის გასაგრძელებლად. „ბავშვთა დაცვის ფონდი“ განძს გამოიყენებს ღარიბი ბავშვების განათლებისთვის. თქვენ ვის დაეხმარებოდით?  მაჩვენეთ შუქნიშნით: წითელი მეკობრე, მწვანე „ბავშვთა დაცვის ფონდი“. მეკობრეები განძს ეძებენ წერილით: „სამხრეთით მდებარე ნავსადგურიდან ივლი აღმოსავლეთით 7 კმ–ს, შებრუნდები ჩრდილოეთით, გაივლი სასაფლაოსა და ჭაობს შორის. ივლი 4 კმ–ს, მთებთან მოუხვევ დასავლეთით და 2 კმ–ს გავლის შემდეგ იპოვი განძს. მეკობრეები და „ბავშვთა დაცვის ფონდი“ ერთდროულად მოადგა კუნძულს. მეკობრეები სამხრეთით მდებარე ნავსადგურში, ბავშვთა დაცვის ფონდი – ჩრდილოეთით მდებარე ნავსადგურში. ჩვენი მიზანია (მოსწავლეთა პასუხის მიხედვით, ვისი დახმარება სურთ,  ჩამოყალიბდება მიზანი) განძს პირველი დაეუფლოს „ბავშვთა დაცვის ფონდი/მეკობრეები). ამისათვის მათ დროზე უნდა მივაწოდოთ კოორდინატები, რადგან „ბავშვთა დაცვის ფონდმა განძის ადგილმდებარეობა არ იცის/მეკობრეებმა შეიძლება ვერ მიასწრონ „ბავშვთა დაცვის ფონდს.
დავასახელოთ განძის კოორდინატები. მოსწავლე ასხელებს, კოორდინატებს. კლასი შუქნიშნების დახმარებით გადმოსცემს თავის აზრს კოორდინატების სისწორის შესახებ.
მასწავლებელი სვამს კითხვას:
1)      რომელია ამ შემთხვევაში განძის პოვნის უფრო მარტივი გზა, ჰორიზონტის მხარეების მითითება, თუ კოორდინატები?
2)      მარტო ერთი კოორდინატი რომ გვცოდნოდა, შევძლებდით განძის პოვნას?
მოსწავლეები მსჯელობენ დასმული კითხვების ირგვლივ.
მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს. აძლევს კლასს უკუკავშირს. აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასებით, შეფასების რუბრიკის მიხედვით. აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.

კითხვა-პასუხი.
კლასი თავის დამოკიდებას ამოცანის ამოხსნის სისწორეზე გამოხატავს შუქნიშნების საშუალებით.

მოსწავლეთა მსჯელობა ნასწავლის საჭიროების შესახებ – ტრანსფერი
ჯგუფური/
ინდივიდუალური
კომპიუტერი, პროექტორი
ელექტრონული რესურსი:
დანართი №5




შუქნიშნები
10
8
შეჯამება შეფასება
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეფასება/ შეჯამება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს გასასვლელ ბარათებს კითხვებით:
1.      რა გაიგე ახალი და მნიშვნელოვანი?
2.      რა დარჩა შენთვის ბუნდოვანი?
3.      რის გაგებას ისურვებდი დამატებით?

დავალების შესრულების შემდეგ დაფიქრება და მოსწავლეთა წერილობით პასუხი თვითშეფასებაზე.
საერთო–საკლასო
ამობეჭდილი გასასვლელი ბარათები.

3
9
საშინაო დავალება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება/საშინაო დავალება
აქტივობის აღწერა:  Word-ის ფაილში ააგონ საკოორდინატო ბადე და შეასრულონ მათემატიკის სახელმძღვანელოს გვ. 91–ზე მოცემული დავალება სამკუთხედის წვეროების კოორდინატების დასახელებაზე. მოსწავლეები დავალებას მოიტანენ შემდეგ გაკვეთილზე ფლეშ ბარათების საშუალებით.
საერთო საკლასო
საერთო–საკლასო
მიცემული საშინაო დავალება ითვალისწინებს, როგორც ისტ–ის საკითხს–ცხრილი Word-ის ფაილში, ასევე მათემატიკის საკითხს–კოორდინატები.
1


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ის.ტექნ.დაწყ.2 მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
მოსწავლე:
Ø  მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით;
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
შეფასება:
განმსაზღვრელი შეფასება
განმავითარებელი შეფასება (მთელი გკვეთილის განმავლობაში)


შეფასების რუბრიკა
კრიტერუმები
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
საკოორდინატო ბადის აგება ცხრილის საშუალებით იცნობს ინსტრუმენტს მაგრამ დახმარების გარეშე ვერ აგებს ცხრილს. ვერ  ნომრავს სვეტებსა და სტრიქონებს სწორად იყენებს შესაბამის ინსტრუმენტს აგებს ცრილს, მაგრამ უმეტსწილად სჭირდება დახმარება.   ნომრავს სვეტებსა  და სტრიქონებს  ინსტრუქციის მიხედვით სწორად იყენებს შესაბამის ინსტრუმენტს, აგებს ცხრილს მაგრამ სჭირდება ნაწილობრივ დახმარება ნომრავს სვეტებსა  და სტრიქონებს ინსტრუქციის მიხედვით სწორად იყენებს შესაბამის ინსტრუმენტს  აგებს ცხრილს ნომრავს სვეტებსა და სტრიქონებს ინსტრუქციის მიხედვით
ბადით დაფარულ არეზე ორიენტირება პროგრამა Word-ში კოორდინატების (სიმბოლოთა წყვილის) გამოყენებით  საგნის  მდებარეობის აღწერა
ორიენტირებ ბადით დაფარულ არეზე  თუმცა ვერ ასახელებს მოცემული წერტილის კოორდინატებს/ კოორდინატებით ობიექტის მდებარეობას.
ორიენტირებ ბადით დაფარულ არეზე, თუმცა უმეტსწილად არასწორად  ასახელებს მოცემული წერტილის კოორდინატებს/  კოორდინატებით ობიექტის მდებარეობას.
ორიენტირებ ბადით დაფარულ არეზე თუმცა ხარვეზებით ანასაზღვრავს მოცემული წერტილის კოორდინატებს/  კოორდინატებით ობიექტის მდებარეობას.
ორიენტირებ ბადით დაფარულ არეზე. ანასაზღვრავს მოცემული წერტილის კოორდინატებს/  კოორდინატებით ობიექტის მდებარეობას.
სინთეზ გაკეთება და  პრაქტიკულად გამოყენება
საერთოდ ვერ აკეთებს სინთეზს და  
ვერ იყენებს პრაქტიკულად
ნაწილობრივ აკეთებს სინთეზს და   
იყენებს პრაქტიკულად

ზოგჯერ აკეთებს სინთეზს და  იყენებს პრაქტიკულად
აკეთებს სინთეზს და   იყენებს პრაქტიკულად






დანართი №1


Y

X
 




7








6








5








4








3








2








1








0
1
2
3
4
5
6
7
8


დანართი №2
5




















4









თაკო ფერაძე











3








ლუკა ჩადუნელი











2








ნინო ლაღიძე











1












A
B


C
D
E
F




დანართი №3
10











ავიამზიდი
9















8











წყალქვეშა გემი

7















6











ჯავშნოსანი გემი


5















4











საპატრულო


3















2















1
















1
2
3
4
5
6
7
8
9
10









დანართი №4

4








(3;4)
...........
3







(2;2)


(1;1)
...........
2







(2;2)
..........
1







(4;2)
..........

1
2
3
4
5






დანართი №5
განძის კუნძულის რუქა



ხელმოწერა:   ნ. კახაძე                                                                                                                   
თარიღი: 03.05.2019 წელი




No comments:

Post a Comment